LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

535
mikheil-cagareli-new

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:39-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოულოდნელობებით სავსე დღეა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული წინასწარ დაუგეგმავი პრობლემები შეგექმნათ საქმიან ცხოვრებაში.

მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, არ ღირს არც სხვისი საიდუმლოს გაცემა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ძველი შეცდომების გააზრებისა და გამოსასწორებლად, ფინანსური ოპერაციებისა განხორციელებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და გასაუბრების, ტესტირების გასავლელად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას და უჰაერო, ჩაკეტილ სივრცეში დიდხანს გაჩერებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს და ყელს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ჰელიოტროპი, ჟადეიტი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები