LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

633
Untitledrereer

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:20-დან 15:49 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 26 აგვისტომდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ორგანიზებულობას და შეუპოვრობას, პრაგმატულად აზროვნების და უცხო ენების ათვისების უნარს, მეორეს მხრივ, უკმეხობას და პირდაპირობას, პედანტიზმსა და წვრილმანების ჩაძიების სურვილს გააძლიერებს.

მოერიდეთ ხალხმრავლობას, არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, რადგან მაღალია თაღლითობის, მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები