LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

514
cagareli-misha

ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოუსმინოთ სხვას.

განეწყვეთ პოზიტიურად, არ ღირს ნეგატიურ ფიქრებს და ემოციებს აყოლა.

პარტნიორული ურთიერთობა – მაღალია, დაძაბულობის ალბათობაა, უმჯობესია რამდენიმე დღე მაქსიმალურად შეზღუდოთ ურთიერთობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ინტერიერის შეცვლისა და ბინის კეთილმოწყობისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების მოწყობა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურებისთვის, სახსრების და ართრიტის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, თეთრი, ვერცხლისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, მარგალიტი, აქატი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომისა და სასწორისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები