LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

521
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც ყველაზე მეტად გაქებთ, რადგან სწორედ ისინი ეცდებიან თქვენს მოტყუებას.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო რომანების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ შეგიქმნით პრობლემებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის,  შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით, თხილით, იოგურტით და ხაჭოთი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ყვითელი, იისფერი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები