LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

419
მიხეილ ცაგარელი

აუცილებლად დაასრულეთ ძველი საქმეები, მეტი დრო დაუთმეთ წარსულის გააზრებას და საკუთარ თავთან შეცდომების აღიარებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, სპორტული ღონისძიებების და ტურისტული ლაშქრობების მოსაწყობად, მოლაპარაკებების გასამართად და ძველი კავშირების აღსადგენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. არ ღირს სტომატოლოგთან და ფტიზიატრთან ვიზიტი. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისეფრი და ნაცრისფერი, ასევე ფირუზი, აქვამარინი, ლაზურიტი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები