ყურადღება და მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ხელშეკრულებების გაფორმებისას, მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების მოწყობა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, თაფლი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, მუხლებს და სახსრებს. არ ღირს მანუალური თერაპიის კურსის დაწყება და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ქალწულს და მორიელს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი, მშვილდოსანი და მერწყული.

მსგავსი თემები