LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

411
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:45-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება საეჭვო ადამიანების მიმართ, არ აჰყვეთ ჭორებს და ინტრიგებს, ნუ ჩაებმებით ავანტურასა და სარისკო გარიგებებში. მოერიდეთ აგრესიის, ზედმეტი ეჭვების და პრეტენზიების გამოთქმას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ინტერიერის განახლებისა და ახალი ავეჯის შესაძენად, ვალების გასასტუმრებლად და ძველი საქმეების დასასრულებლად, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, სპორტული ღონისძიებების და ტურისტული ლაშქრობის მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – დროებით თქვით უარი ცხიმიანი ხორცის, თევზის და რძის ნაწარმის მიღებაზე. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ქარვა, ციტრონი, ლაზურიტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები