მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმების და ავარიების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ცოდნის შესაძენად, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დასამყარებლად და კაპიტალის დასაბანდებლად, იურიდიული საკითხების მოსაწესრიგებლად და სასამართლო პროცესების გასამართად, ლაშქრობისა და სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და იისფერი, ასე ფირუზი, ლალი, საფირონი, ნეფრიტი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ლომს, სასწორს და მშვილდოსანს, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

მსგავსი თემები