LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

535
cagareli mish

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან განსაკუთრებით მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა საკამათო საკითხების განხილვისა და მოსაგვარებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, გამოფენებისა და პრეზენტაციების, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის.ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ვარჯიშისთვის, წყლის პროცედურებისა და მასაჟისთვის, არ ღირს ყურების გახვრეტა და ტატუს გაკეთება. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფეხზე დიდხანს დგომას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლალი, ლაზურიტი, საფირონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები