მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:06-დან 23:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ნასვამ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია კონფლიქტების წარმოშობის ალბათობა.

მოჭარბებულმა სექსუალურმა ენერგიამ პარტნიორულ ურთიერთობაში შესაძლოა ზედმეტი აგრესია გამოიწვიოს.

არ ღირს ზედმეტი ინფორმაციის გაცემა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამხილდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, გასართობი და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

მსგავსი თემები