LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

477
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

დაასუფთავეთ სახლი და იზრუნეთ მის კეთილმოწყობაზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი მჭლე ხორცით, თევზით, ციტრუსით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, ამეთვისტო, ქრიზოპრაზი და ყვითელი იასპი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ კეთილი სიზმარი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები