მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:00-დან 22:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

შეასრულეთ გადაუდებელი საქმეები. აკონტროლეთ ემოციები, სიზარმაცე და სიჯიუტე. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული უგუნებობა ან ხასიათის სწრაფი ცვლილება დაძაბულობის და უმიზეზო კონფლიქტების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ცხოველების და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის.

ჯანმრთელობა  – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფილტვებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ონიქსი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი პრობლემების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

მსგავსი თემები