LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

815
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 05:12-დან 15:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების გასამართად, სპონსორების მოსაძიებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სტომატოლოგთან ვიზიტს, გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურს სისტემას, თავს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, წითელი, ლურჯი, იისფერი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი, ასვე მარგალიტი, გიშერი და ამეთვისტო, მარჯანი, ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – ნეიტრალური დღეა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები