LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

462
mixeilcagareli20245

მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა, ამიტომ თუ პირადი ან საქმიანი ცხოვრების შეცვლა გსურთ სწორედ დღეს უნდა გააქტიურდეთ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა და ზედმეტი აგრესიის გამოვლენა, რადგან პასუხიც ადეკვატური იქნება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ შესაძლებლობებში გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი ნაცნობების შეძენა და ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეული, სიმინდით და კარტოფილით. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, ონიქსი, მალაქიტი, ზურმუხტი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები