ეცადეთ მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოთ რეალობა და არ აჰყვეთ ილუზიებს, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარფიანი გარიგებების და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ავტომობილის შესაძენად და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად. არ ღირს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ხელმძღვანელებთან საკუთარი მოსაზრებების მტკიცება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, თაფლი, შოკოლადი და ალერგიის გამომწვევი სხვა პროდუქტი. კარგი დღეა კანის მკურნალობისთვის, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ მშვილდოსანს და მერწყულს.

 

 

 

მსგავსი თემები