LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

540
cagareli-ne-fot2020

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 06:00-დან 15:17 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ხელოვნების, სილამაზის და სიყვარულის მმართველი პლანეტის ვენერას 1 თებერვლამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, მოთმინებას და პასუხისმგებლობას, პრაგმატულობას და კონსერვატულობას, მეორე მხრივ, სიჯიუტეს და გულგრილობას გააძლიერებს პარტნიორულ ურთიერთობაში.

მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი გამონათქვემები და მოქმედება, უმჯობესია ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოუსმინოთ სხვას, შეამციროთ კონტაქტები საეჭვო დამიანებთან, რადგან მაღალია თვალის აღების ალბათობა.

არ ღირს ფულის უყაირათოდ ხარჯვა, რადგან შემოსავალი, რომელსაც ელოდით ვერ მიიღებთ, ამიტომ ძალიან გაგიჭირდებათ გაუთვალისწინებელი ხარჯების და გადასახადების სრულად დაფარვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, ნაკლებად გაამართლებს ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ნაკლებად ცხიმიანი თევზით, კვერცხით, ხაჭოთი, ლობიოთი და წიწიბურათი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ოფსიდიანი, ფირუზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები