მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:35-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა არ შექმნან ავარიების საფრთხე.

არ ღირს გრანდიოზული გეგმების დასახვა, რადგან ვერ შეძლებთ მათ განხორციელებას. მეტი დაისვენეთ და გადაერთეთ თავისუფალი ცხოვრების გრაფიკზე. მოერიდეთ კამათს და საქმის გარჩევას, რადგან დღეს განსაკუთრებით მაღალია უმნიშვნელო კინლკლაობის სერიოზულ დაპირისპირებად ქცევის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია ნებისმიერის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. შეაფერხებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენეთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. მიირთვით ცხიმიანი თევზი და უცხიმო ხორცი, ხილი, ბოსტნეული და ცომეული, დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თაფლი, თხილი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად, თუმცა არ ღირს კოსმეტიკური და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, ლურჯი და ყვითელი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, ფირუზი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ენერგიების გავლენისგან.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ, კურო და კირჩხიბი, მორიელი და თხის რქა.

მსგავსი თემები