LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

458
მიხეილ ცაგარელი

თავი შეიკავეთ ხელშეკრულებების და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისგან.  არ ღირს ახალი საქმის დაწყება და დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის,  სახლის დასალაგებლად და სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, აუქციონის და გამოფენის მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ნერვიულობას და დახურულ სივრცეში დიდხანს ყოფნას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – კრემისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, სარდიონი, ნეფრიტი, ჰელიოტროპი, ამაზონიტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები