LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

386
mikheil-cagareli-new

დღე მზისა და მთავრის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე სტაბილური, ერთგული და ორგანიზებული კუროს, მთვარე კი, აქტიური და აგრესიული ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

თამამად შეგიძლიათ გამოთქვათ საკუთარი აზრი და უკმაყოფილება, თუმცა არ ღირს  აგრესიის, ეგოიზმის გამოვლენა და გარშემომყოფებთან კამათი.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოავლინეთ მეტი სითამამე და გამბედაობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, მუსიკალური ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მსხვილი საყიდლების გაკეთება და კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, კბილებს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები