LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

531
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება წესრიგის მოყვარულ ქალწულში, მთვარე კი სამართლიან სასწორში, სწორედ ეს ტენდენციები იქნება დღევანდელი დღის განმკარგველი. დღეს მაღალია მოტყუების ალბათობა, სიფრთხილე გმართებთ გზაში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ურთიერთობების მოსაგვარებლად, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების შესაძენად, შემოქმედებითი მუშაობისთვის, პოზიტიური დღეა ასევე სიყვარულისა და ქორწინებისათვის, მოერიდეთ დღეს მანქანის ყიდვა-გაყიდვას, ვაჭრობას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელი, ედტოკრინული სისტემა, თირკმელი, კანის არე

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, მწვანე და ვერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ თეფრიტი, ლაზურიტი,  ჟადეიტი, ციტრინი და ბერილი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, ლომის, სასწორისა და მშვილდოსნისათვის, შედარებით დაძაბულია კუროს, მორიელის, თხის რქასა და თევზებისათვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები