LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1191
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობა ანუ მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ლომის და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე გაზრდის ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებებს, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობას, ადამიანებში გაძლიერდება აგრესია და დეპრესიისკენ მიდრეკილება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მეგობრებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების, საჩუქრების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. არ ღირს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, კამათი და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, რადგან ასე მხოლოდ ზედმეტ დაძაბულობას შექმნით.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები