LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საკითხი, „არანაირი 46% „ქართულ ოცნებას“ არ აუღია: ზურაბ ჯაფარიძე

49
JAFARA-2

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, მისი პარტიის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საკითხი, რადგან, მისივე თქმით, „არანაირი 46% „ქართულ ოცნებას“ არ აუღია, როგორც ამას ეგზიტპოლები აჩვენებენ“.

“შარშანდელი არჩევნები ისეთი ცუდი იყო, რომ მას მოჰყვა ბოიკოტი და ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი, სადაც მოხდა შეთანხმება. ამ შეთანხმების მთელი შინაარსი ის იყო, რომ მთელი ქვეყანა უნდა მომზადებულიყო 2021 არჩევნებისთვის და, რომ ამ დროისათვის უნდა გვქონოდა უკეთესი საარჩევნო სისტემა, უკეთესი საარჩევნო გარემო და უკეთესი მართლმსაჯულება, რომ არჩევნების შედეგები აღარ დამდგარიყო კითხვის ქვეშ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები