LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი” – ზაზა სარალიძემ შსს-ს შენობა დატოვა

1542204700900276

„დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი, მაგრამ არ ვიცი, რატომ იკავებენ თავს, რა ხდება. მაგრამ რომ ჩავალ ბოლომდე, გადავიკითხავ  საქმის მასალებს, უკვე კონკრეტულ კითხვებს დავსვამ”- ამის შესახებ ზაზა სარალიძემ განაცხადა.  მოკლული დავით სარალიძის მამამ საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათი გაატარა. მას უწყების წარმომადგენლებმა ხელახალი გამოძიების შედეგები და მოპოვებული ახალ მტკიცებულებები გააცნეს.

გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ სარალიძემ აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელისგან, ვლადიმერ ბორცვაძისგან, მიიღო პირობა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მისი შვილის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავონ.

„დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი, მაგრამ არ ვიცი, რატომ იკავებენ თავს, რა ხდება. მაგრამ რომ ჩავალ ბოლომდე, გადავიკითხავ  საქმის მასალებს, უკვე კონკრეტულ კითხვებს დავსვამ. მე არ განვიხილავ მხოლოდ და მხოლოდ კალანდიას საკითხს, მე განვიხილავ ყველა ადამიანის საკითხს, ვინც შემხებლობაში იყო ამ საქმესთან და ნებისმიერი, ის პროკურორი იქნება, თუ გამომძიებელი იქნება, თუ ვინც კი დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში, ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე შსს-ში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით განმეორებით არიან გამოკითხული არასრულწლოვანები, ასევე მათი ოჯახის წევრები.

ადვოკატის განცხადებით, გამოკითხულია არაერთხელ მირზა სუბელიანიც. მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არის მზაობა, რომ მოხდეს საქმის სრულყოფილი გამოძიება და იმედოვნებს, რომ უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სრულყოფილად გამოიძიებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები