LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიაგნოზი განაჩენი არ არის – ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე

1438
12-1

დიაგნოზის გაგების შემდეგ ადამიანებს სხვადასხვა ემოცია ეუფლებათ, შესაბამისად  ისინი ადაპტაციის  სხვადასხვა ეტაპებს გადიან. როგორ უნდა შევხდეთ დიაგნოზს  – ამ თემაზე”ფორტუნას” “კამარას” ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ესაუბრა.
“როდესაც დიაგნოზზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გვახსოვდეს რომ დიაგნოზი განაჩენი არ არის. საინტერესოა რა ხდება ამ დროს ადამიანის ფსიქიკაში?
პიერ ბომარშე ამბობდა: “იბრძოდე ნიშნავს იცოცხლო, იცოცხლო იშნავს იბრძოდე”.  ადამიანის რეაქციას მძიმე დიაგნოზზე არაერთი მკვლევარი იკვლევდა. ცნობილმა ფსიქიატრმა ელიზაბეტ კუბლერ როსმა გამოჰყო ხუთი ეტაპი:
პირველი ეტაპი ეს არის – შოკი და უარყოფა. პაციენტებს, რომლებიც იგებენ მძიმე დიაგნოზს, თავდაპირველად შოკური რეაქცია აქვს და შესაძლებელია მკურნალობაზე უარიც კი განაცხადონ.
მეორე ეტაპი – ბრაზია. ისმის კითხვა: რატომ მე? ბრაზი, როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროს მიმართ ვლინდება.
მესამე ეტაპი – გარიგებაა. ადამიანი დარწმუნებულია, რომ თუ კარგად მოიქცევა ან თუ ქველმოქმედებას მიმართავს, ეს დაეხმარება დიაგნოზთან ბრძოლაში.
მეოთხე ეტაპი – დეპრესიაა. ამ დროს ადამიანს იპყრობს უიმედობა და აპათია, ასევე შფოთვა და შიში. შესაძლებელია განვითარდეს ღრმა დეპრესია.
მეხუთე ეტაპი – მიღება. ამ დროს ადამიანს გაცნობიერებული და გადამუშავებელი აქვს საკუთარი დიაგნოზი და იწყებს ბრძოლას. ბრძოლას სიცოცხლისთვის.
სამყაროში უამრავი ადამიანი იტანჯება სხვადასხვა ტიპის დაავადებების დიაგნოზის მიუღებლობით. მოსალოდნელ სიკვდილის შიშს ფსიქიკა არაცნობიერში დევნის საიდანაც მოუშიშებელი წყლულების სახით გვახსენებს თავს. ტოქსინებმა, რომლებიც შიშის სახით აღიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში, მოიცვეს ადამიანის მთლიანი ორგანიზმი, დაამსხვრიეს და დაანაწევრეს.

ყველაზე მთავარი, რაც ყველა სახის დიაგნოზთან გამკლავებაში გვეხმარება მისი მიღებაა. მიღება და არა დანებება ან შეგუება. დიაგნოზის მიღებისა და გაცნობიერების შემდეგ ადამიანი იწყებს ბრძოლას სიცოცხლისთვის. დიაგნოზი განაჩენი არ არის!”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები