LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიახ, გაზაფხულისთვის ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“ – ვაქცინის ექსპერტი ოქსფორდიდან

9310
john bell

კორონავირუსის ახალი ვაქცინის ეფექტურობის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ბელი ეხმიანება. გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ პროფესორი ჯონ ბელი ოქსფორდის ე.წ. ვაქცინის სამუშაო ჯგუფის წევრია, ამდენად მისი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ბელი ამბობს, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაციის, Pfizer-ის მიერ გავრცელებული განცხადება განსაცვიფრებელია. არსებული ინფორმაციით, კეთდება ვაქცინის ორი დოზა 28-დღიანი შუალედით და კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინაციის დასრულებიდან ერთ კვირაში პაციენტები უკვე დაცულები არიან კორონავირუსისგან. კომპანიების – Pfizer-ისა და BioNTech announcement-ის განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელს 1,3 მილიარდამდე გაზრდიან.

BBC Radio-ს ეთერში წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ვაქცინა, რომ გაზაფხულისთვის ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს, პროფესორმა უპასუხა:

„დიახ, დიახ, დიახ. ალბათ მე პირველი ვარ, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ვიტყვი ამას დარწმუნებით“

როგორც ცნობილია, შვედურ-ბრიტანულმა კომპანიამ AstraZeneca კორონავირუსის ვაქცინის (Oxford-Astrazeneca ვაქცინა) მასობრივი წარმოება, კლინიკური კვლევების დასრულებამდე, უკვე დაიწყო. ამის შესახებ 2 ნოემბერს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, კატალონიელმა ექიმმა ხოსე ბასელგამ განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები