LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახაც, იყო აცდენა ხედვებში – პრემიერი ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე (ვიდეო)

164
baxtaze

მე მოვუსმინე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებსა და მიდგომებში, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ გადააყენა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულია.

ბახტაძის თქმით, ქობულიას პოზიციაც იყო, რომ ის ვერ გააგრძელებდა გუნდში მუშაობას.

” მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც სუბიექტურად უნდა მიმეღო. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დახურულია,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები