LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ტრაპაიძე: “არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები…”

1859
trapaidze-grigolia-news

დიანა ტრაპაიძის გუშინდელმა ეთერმა ბასილ კობახიძესთან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ბასილ კობახიძემ ქართული ტელეარხები ქართველ სასულიერო პირთა “ბოდვების” ეთერში უაპელაციო გაშვებაში დაადანაშაულა, დიანამ ის ეთერიდან გაიყვანა, რასაც თავად რესპონდენტის და მაყურებელთა ნაწილის გაბრაზება მოჰყვა.

მოგვიანებით, დიანამ თავისი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა და ასე განმარტა:

“ბასილ კობახიძეს ბოდიში მოვუხადე (ეთერშიც და მიღმაც) და მაყურებელსაც. სიბნელის ადვოკატად ვერ გამოვდგები. ამისთვის ეთერს ადრე არ დავამთავრებდი, სხვაგვარად არც ვთხოვდი ეთერში ჩართვას. უბრალოდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. როგორც ერთ ეთერში ვაღიარე, არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები.
ჩემი პატივისცემა ბასილ კობახიძეს”.

დიანას კოლეგებმა მხარდაჭერა გამოუხატეს და დაწერეს, რომ მისნაირი პრინციპებისა და ღირებულებების ჟურნალისტა ცოტას იცნობენ.

დიანა ტრაპაიძემ ინგა გრიგოლიასგან გამორჩეული მხარდაჭერა მიიღო:

“ქართული ჟურნალისტიკის სიმდიდრეა დიანა ტრაპაიძე, სამი კაცი არ მეგულება ამ სფეროში, ვისაც ის ღირსებები და პრინციპები აქვს, რაც დიანას❤️ვიღაცებმა ძალიან შეუტიეს მისი დღევანდელი ეთერის გამო, ბასილ კობახიძე რომ ჰყავდა და ამიტომ ვწერ, ჩემი დაცვა რად უნდა დიანას, მართლა ქართული მედიის სინდის-ნამუსია, მთელი მისი ჟურნალისტური ცხოვრებით, მაგრამ მაინც ვწერ. გავიგე, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა ჟურნალისტებს ლანძღავს, მაგრამ ნურას უკაცრავად, დიანაზე ასე ადვილად ვერ გავატარებ, იმის მეოთხედი გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის და თქვენი საქმისთვის, რასაც დიანა აკეთებს თავის პროფესიაში და მერე დაესხით თავს!!!! მიყვარხარ, დიანჩიკ და მეამაყება, რომ შენ გვერდით ვმუშაობ❤️✌️✌️✌️✌️✌️!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები