LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ტრაპაიძე ნიკა გვარამიას პასუხობს: „ჟურნალისტიკა მისთვის დროებითი თავშესაფარია…“

16073
trapaidze-gvaramia

დიანა ტრაპაიძემ გიორგი გაბუნიას ცნობილი ტელეგამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ხედავს. „ტევეპირველის“ ჟურნალისტმა დაწერა:

„ამ პროფესიაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ… ვიცი, არ გამომეტირება არავინ, მაგრამ მაინც…

პ.ს. აზრს ვერ ვხედავ, თორემ არსადაც არ მივდივარ… სხვა რამ არ მისწავლია“.

ნიკა გვარამია „კვირის აქცენტებში“ მის ამ სტატუსსაც გამოეხმაურა და გამოთქმული მოსაზრების გამო დიანა ტრაპაიძე გააკრიტიკა.

დიანა ტრაპაიძემ გუშინდელი ამბები მოკლედ მიმოიხილა და  ნიკა გვარამიას „დღის ამბებიდან“ უპასუხა:

„არაეთიკური – თავადაც არხმაც ასე შეაფასა გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგი გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“.  გადაცემა რუსულ ენაზე წინასწარ მომზადებული შესავალი ტექსტით დაიწყო. მოგვიანებით არხმა ბოდიში მოიხადა. დირექტორმა კი თქვა, რომ გაბუნიას ძალიან მძიმე შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია. ჩვენ მივიღეთ საქართველოს ხელისუფლების მეტი ლუსტრაცია, ვიდრე გავრილოვის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა პუტინის უხამსად მოხსენიება, თქვა მან. ამის შემდეგ იყო ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებების მთელი წყება. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, დაწერა პრემიერმა ბახტაძემ „ტვიტერში“ მალევე…

„გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან  და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო“, ეს არის ამონარიდი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის განცხადებიდან…

არხის დირექტორმა ღამის ეთერში მოიცალა რამდენიმე სტატუსის განსახილველად, ერთის ავტორი მეც ვარ, სადაც ვწერდი, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. დირექტორმა თქვა, რომ ჩვენი ყველას მიზანი ქვეყანაში ერთადერთი ფანჯრის დახურვაა. ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში ვერც ჟურნალისტიკის და არც მაყურებლის ინფორმირების ბედს ვერ წყვეტს ვერავინ ცალკე აღებული. ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, ვინც მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს, თუნდაც მცირე მასშტაბის და პროფესიაზე უარი არ გვითქვამს. ეს უპირატესობა მაძლევს საშუალება, არ გავაგრძელო დისკუსია სოციალურ ქსელში, მათ შორის იმ ადამიანთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია. ვფიქრობ, რომ გინება არა რის ჟურნალისტიკა. ამას არ მოაქვს სიკეთე საზოგადოებისთვის, ალბათ, უფრო პირიქით. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, მიუღებელი იყო განცხადებებში დასჯაზე მითითება, ასევე ყოვლად გაუგებარი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები