LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ტრაპაიძემ ,,ტვ პირველი” დატოვა

164
diana-trapaidze

დიანა ტრაპაიძე ,,ტვ პირველს” ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან ახლახან ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა. ამბობდნენ, რომ დიანა აპირებდა ტვ პირველის დატოვებას, მაგრამ სხვა ტელევიზიაში გადავიდოდა, თუმცა ტელეჟურნალისტი წერს, ჯერ დასვენებას აპირებს.

გთავაზობთ პოსტს:

,,დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.
განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები