გაერთიანებული სამეფო შემოდგომისა და ზამთრის პანდემიურ გეგმას ადგენს, 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციის შემდეგ კი, კოვიდ-19-თან ბრძოლის კიდევ ერთი ახალი გზა გამაძლიერებელი კოვიდდოზა, ე.წ. ბუსტერია, რომელსაც 50 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შესთავაზებენ.

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა დღეს განაცხადა, რომ იგი რეკომენდაციას უწევს “ფაიზერის” კოვიდვაქცინის გამოყენებას გამაძლიერებელი დოზის სახით.

მედიასაშუალებებებში გავრცელებული ინფორმაციით, “ბუსტერ-დოზას” მოქალაქეებს, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან შესთავაზებენ.

მთავრობის შემოდგომა-ზამთრის გეგმა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა დღეს წარადგინა.

კოვიდ-19-ის ვაქცინის “ბუსტერ-დოზას” აღნიშნული ასაკის ადამიანები მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ შეძლებენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კოვიდვაქცინის პირველ დოზას შესთავაზებენ ინგლისის სკოლებში, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებსაც.

იმუნიზაციის პროცესის დაწყება მომავალ კვირას იგეგმება.

ამ დროისთვის, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებთ, სრულად ვაქცინირებულია 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 80% -ზე მეტი, ანტისხეულები კი მოზრდილთა 90%-შია.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები