LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის უკან სავარაუდოდ რუსეთი დგას: კვლევის შედეგები

48
1

კარდიფის უნივერსიტეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტმა ახალი კვლევის შედეგები წარადგინა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია გამოვლინდა.

კვლევის ავტორების განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სამიზნე იყო 16 ქვეყნის 32 წამყვანი მედიასაშუალება, მათ შორის Mail Online, Express და Times, გავრცელებული ინფორმაციით კი კამპანიის უკან, სავარაუდოდ, რუსული მხარე დგას.

აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ძირითადი იარაღი იყო დასავლური მედიის სტატიებზე განთავსებული კომენტარები, რომლებიც რუსეთის ინტერესებსა და მის მხარდაჭერას გამოხატავდა.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კომენტარები მოგვიანებით რუსულენოვან მედიასაშუალებებში ხვდებოდა და ხდებოდა სიუჟეტების საფუძველიც.

მკვლევრების თქმითვე, აღნიშნული ტაქტიკა წელს გავრცელდა.

ერთ-ერთი მიმართულება კი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის საკითხია.

BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მცირე რაოდენობის კომენტარების შერჩევით, გამოქვეყნდა რუსული საინფორმაციო სტატია სათაურით: “ბრიტანელებმა თალიბანის ძალაუფლებაში მოსვლა დასავლური ცივილიზაციის დასასრულს შეადარეს”.

კარდიფის მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელიც შეიქმნა ბრიტანეთისა და აშშ-ის მკითხველთა კომენტარების გამოყენებით და რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის ნარატივს – ლიბერალური დემოკრატიის დასასრულისა და ნატოს წარუმატებლობის შესახებ.

კარდიფის გუნდი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ გრძელვადიანი კამპანიის უახლესი ნაწილია.

მათ ასევე გამოავლინეს 242 სიუჟეტი, რომელშიც პროვოკაციული პრორუსული ან ანტიდასავლური განცხადებები გამოქვეყნდა რუსეთის შესაბამისი სტატიების საპასუხოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები