LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, “საია” უფასო სამართლებრივ მომსახურებას გაუწევს

50022281_224313845144803_3587381359653421056_n

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, დიდ დიღომში მომხდარ აფექებას, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უსამძიმრებს ქ. თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს.

“საია” იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიან შესწავლას და სათანადო გამოძიების ჩატარებას.

“საია” გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.” – ნათქვამია “საია”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

https://www.facebook.com/GYLA.ge/photos/a.305956932776772/2126680004037780/?type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები