LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი ალბათობით მოხდა მონაცემების მანიპულაცია, დღეს რუსული ვაქცინის ნდობა დაუშვებლად მიმაჩნია” – ზაალ კოკაია

246
Screen-Shot-2020-11-11-at-13.13.08

ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ზაალ კოკაია რუსული ვაქცინის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

კოკაია წერს, რომ რუსებმა აღნიშნულ ვაქცინაზე კვლევა მხოლოდ 25 კლინიკაში ჩაატარეს. კვლევის ფარგლები კი არ გასცდენია რუსეთის საზღვარს. ექიმი ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით რუსული ვაქცინის შემთხვევაში საქმე გვაქვს მონაცემების მანიპულაციასთან.

“ვისაც “Lancet”-ში გამოქვეყნებული რუსული ვაქცინის ეფექრტურობის გჯერათ, შეგახსენებთ რომ რუსებმა (და მხოლოდ რუსებმა) კლინიკური კვლევა ჩაატარეს მოსკოვის (და მხოლოდ მოსკოვის) 25 კლინიკასა და პოლიკლინიკაში. დასკვნები თქვენთვის მომინდვია… მე კი, ვიცნობ რა რუსებს და ვიცი, მათთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვაქცინის წარმატება, ვთლი, რომ ძალიან დიდი ალბათობით მოხდა მონაცემების მანიპულაცია. ამის გაკეთება დღეს ძალიან მარტივია, თუკი ამას იკადრებ… მომავალი გვაჩვენებს, დღეს კი რუსული ვაქცინის ნდობა დაუშვებლად მიმაჩნია…”-წერს ზაალ კოკაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები