LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი დიღმიდან-მეტროსადგურ “სარაჯიშვილის” მიმართულებით ხვალიდან #321 ავტობუსი იმოძრავებს

427
83493758-3253003391382905-1965189344578764800-o-2020-01-21-09-34-04-916376

17 აპრილიდან თბილისში ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი – N321 ამოქმედდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსაგურ “სარაჯიშვილის” მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება:

◼  დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა – არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია.

◼  უკუმიმართულებით ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: მეტროსადგური „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია – დავით სარაჯიშვილის გამზირი – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი – მირიან მეფის ქუჩა – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (არჩილ მეფის ქუჩა – დ. თავდადებულის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია).

მერიის ცნობით, ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს კლინიკა “იმედი L”-ის მიმართულებითაც.

ახალ მარშრუტზე მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით, BMC მარკის 12-მეტრიანი ოთხი ავტობუსი მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები