LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი” – ვახტანგ ხმალაძე

103
პარლმენტი 2

ორ დღეში მეათე მოწვევის პარლამენტი იკრიბება და ჯერ კიდევ არავინ იცის, ერთპარტიული იქნება ის თუ არა ცალკეული ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევლენ. პროცედურებსა და სამართლებრივ ნაწილზე რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა.

“პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი – ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხი. თუ არ შევლენ პარლამენტში, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელმაც მძიმე მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს “ქართული ოცნებაც” და ქვეყანაც.

„ქართული ოცნებისგან“უკეთესი შეთავაზება წარმოუდგენელია - როგორ აფასებენ ექსპერტები კობახიძის განცხადებას

"ოპოზიციას პრობლემა „ქართულ ოცნებასთან“ კი არ აქვს, არამედ ჩვენს პარტნიორებთან"

ჩვენ ასეთ შემთხვევაში გვექნება 90 წევრიანი პარლამენტი, ის ვერ შეძლებს მთელი რიგი ფუნქციების შესრულებას. ის ვერ შეძლებს ვერც დროებითი კომისიების შექმნას, პრობლემა იქნება საერთაშორისო დელეგაციების ფორმირების კუთხითაც…გვექნება ერთპარტიული პარლამენტიო, რაც დღეს არის მხოლოდ ტოტალიტარულ ქვეყნებში. 

საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი. 2/3-ზე ნაკლები თუ არის პარლამენტის შემადგენლობა, მაშინ ასეთი პარლამენტი არ შეიძლება ლეგიტიმურად იყოს მიჩნეული. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება იქცეს დავის საგნად”, – აცხადებს ხმალაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები