LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას, თუ ანაკლიის პროექტს ჩააგდებს”

104
bokeria

ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილებს ოპოზიცია ეხმაურება. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ პროექტი ჩავარდა, ეს ქართულ სახელმწიფოს და ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება. ამის შესახებ ბოკერიამ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ არასწორად არ უნდა გავიგოთ ოღონდ, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთი არ არის, რომ გითხრას ეს უნდა გააკეთო, თორემ რაღაცას გიზამო. აქ ლაპარაკია, რომ ჩვენს ინტერესში ეს შედისო – ეს უკვე ჩვენი ქვეყნის არჩევანია, რომელ სივრცესთან გვქონდეს კარგი ურთიერთობები პოლიტიკური, გეოპოლიტიკური , ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში. ესაა არსებითი განსხვავება. მე უკვე ვიცი, რას იტყვიან ჩვენი პროპუტინური ძალები: ნახე გვკარნახობს, რატომ გვკარნახობს?! არაფერს არ გვკარნახობს! ის იძახის ჩვენი პოზიცია ასეთია, ჩვენ ინტერესში შედის, ეს დაეხმარება საქართველოს… შეერთებული შტატებისა და თავისუფალი სამყაროს ინტერესი არის ძლიერი, დემოკრატიული, პროდასავლური საქართველო. ეს განასხვავებს ტოტალიტარულ სივრცეს თავისუფალი სივრცისგან. აქ ალტრუიზმზე კი არ არის საუბარი. ყველა თავის ქვეყანაზე ზრუნავს პირველ რიგში, მაგრამ ეკონომიკური განვითარება, დემოკრატია, თავისუფლება, ეს ბუნებრივია მათ ინტერესში შედის. ასე დაგროვდა კეთილდღეობა და ეს ესმის ჯანსაღ პოლიტიკურ ფიგურებს ამ სივრცეში. ის კი არ არის, რომ საქართველო გამორჩეულია მათთვის, საქართველო გამორჩეული უნდა იყოს ჩვენთვის, რადგან ჩვენი სამშობლოა, მაგრამ სივრცე, რომელიც იმ თამაშის წესებით ცხოვრობს, რა თამაში წესებიც არის თავისუფალ სამყაროში, ეს შედის მათ ინტერესში, ამიტომ უჭერენ მხარს, მაგრამ თუ ჩვენ სხვა რამეს ავირჩევთ, ჩვენთვის იქნება ცუდი. თუმცა იმედი მაქვს რომ ასე არ მოხდება; ამერიკის კი არა, დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, თუკი მთავარი პარტნიორის მხრიდან ასეთი მკაფიო გზავნილის შემდეგ პოლიტიკური ეჭვიანობის ან რუსული გზავნილის ან ორივე ერთად ან მათი თავმოუბმელობის გამო ან მავნებლობის გამო, ამ პროექტს ჩააგდებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები