რუსული პოლიტიკური ელიტა საქართველოზე გაბრაზებულია და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივას ვერ ხედავს.

რუსეთის დუმის თავმჯდომარეს ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებული მოვლენები არ მოეწონა და განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს.

როგორც ჩანს, საუბარია, საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც ხუთმა ქვეყანამ ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის დაბრუნება გააპროტესტდა. მას ხელს საქართველოს მხრიდან თამარ ჩუგოშვილი აწერს. 

„სიგნალი უნდა იყოს ცალსახა, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციაში: საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ მოიხსენია რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ, ეს სიტყვები უნდა უარყოს, მოიხადოს ბოდიში და განმარტოს თავისი პოზიცია“, – განაცხადა დუმის სპიკერმა.

ვოლოდინმა აქცენტი გააკეთა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანტირუსული დღის წესრიგზე“. მისი თქმით,

„ასეთ დღის წესრიგის ინიცირებას აშშ-ის სატელიტი ქვეყნები – ბალტიისპირეთი სახელმწიფოები, პოლონეთი, უკრაინა და საქართველო ახდენენ“.

„რუსეთთან კონფლიქტის გაღვივებით, ასეთი ქვეყნებში დიდი პრობლემებია მოსალოდნელი ისე, როგორც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში“, – განაცხადა ვოლოდინმა.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები