LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი შანსი გვაქვს საქართველოს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ასპარაზზე – ხატია დეკანოიძე

108
1607770598-750X500-,,,,,,,,,,,,,

“ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოსთვის”,-ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი სასამართლო მოიგო. ხატია დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს დიდი შანსი აქვს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ასპარეზზე.

“რუსეთი არის ოკუპანტი, მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, იყო სამხედრო აგრესია, რომელიც ხორციელდებოდა რუსეთის მხრიდან.

დიდებული დღეა, უმნიშვნელოვანესი სასამართლო მოვიგეთ. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი შანსი გვაქვს საქართველოს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ასპარაზზე.

ეს ყველას გამარჯვებაა, ვისაც ქვეყანა უყვარს. პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი – საქართველომ მოიგო”,-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.