ნიუ-ორკში სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გადაღებები გრძელდება. ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელი, სარა ჯესიკა პარკერი ისევ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში.

ქერი ბრედშოუს 2125  დოლარად შეფასებული „მანოლო ბლანიკის“ ფეხსაცმელი დღეს 35 დოლარად იყიდება

ყურადღება კი ისევ მსახიობის ჩაცმულობამ მიიქცია. ის ბრწყინავდა დიდი ზომის თეთრ პიჯაკში, იასამნისფერ ქვედაბოლოში, ფეხსაცმელსა და ამავე ფერის ჩანთაში. ამ ორიგანალურ ანსამბლს კი დიდი ზომის ვარდი ამშვენებდა, რომელიც პარკერს გულზე ჰქონდა დაბნეული. მოდურ ანსამბლს სარა ჯესიკა პარკერმა მარგალიტის მძივი და ბეჭედი შეუხამა.

ახალ ფოტოებზე მას „მანოლო ბლანიკის“ ცნობილი იასამნისფერი ფეხსაცმელი აცვია.

მსგავსი თემები