LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

115
5732

დიდთოვლობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის ტექნიკური ზედამხედველი აცხადებს, ცენტრალურ გზაზე ტრაილერების, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

“ერთი საათია, ავკრძალეთ ტრაილერების გადაადგილება. ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო ავკრძალეთ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. გზა იწმინდება და მსუბუქი ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. სინოპტიკოსები თოვას პროგნოზირებენ მთელი დღე. შეზღუდვას შევინარჩუნებთ, სანამ არ გამოიდარებს”, – აცხადებს მიხეილ დოფიძე.

 

პოპულალურები