LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდველი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა

116
83719098-1431350857025317-3982847444164542464-n

ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  სამინისტრის მთის კურორტების  განვითარების კომპანიამ, დიდველზე “ნოდოს” სათხილამურო  გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გახსნა.

„წყალმომარაგების კომპანიიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას“, – აცხადებენ მთის კურორტების  განვითარების კომპანიაში.

მათივე ცნობით, 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლაინებს.

წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს გუდაურშიც, რათა კურორტს ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო წყალი მიეწოდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები