LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმის მთავარ სამმართველოში ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

222
დიღმის სამმართველო2

დიღმის მთავარ სამმართველოში ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. კერძოდ, ესენი არიან გიორგი მამარდაშვილი და დავით ბერიძე, რომლებიც ე.წ. სახალხო რაზმში გაწევრიანდნენ.

ამ ეტაპზე სულ სამი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. მამარდაშვილისა და ბერიძის გარდა, სამმართველოში ლევან ჩაჩუას გამოკითხვა მიმდინარეობს.

რაც შეეხება გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს, რომელსაც გამოკითხვაზე დაბარების უწყისი უნდა გადასცემოდათ, ისინი ჯერ სამმართველოში არ მისულან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები