LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი, ავთო გვასალია, გადაცემას გამოემშვიდობა: „ძალიან მიჭირს, შეველიო ამ გუნდს…“

560
avtogvasalianews

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი სახე, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი, ავთო გვასალია, ამ ამპლუას გამოემშვიდობა. მას კოლეგებმა დიდი სიუჟეტი მიუძღვნეს და დიდი ემოციებიც აღუძრეს გადაცემასთან გამომშვიდობებისა და ბოლო ეთერის წინ.

ავთომ აღნიშნა:

„ბოლო ეთერი დილის გადაცემაში. 2-წლიანი მუშაობა „დილა მშვიდობისა საქართველოში“ დასრულდა.

2019 წელს გავხდი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი. პირადად ჩემთვის ყოველი გაღვიძება და მაყურებელთან მისალმება უდიდეს ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული.

ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ღამეებს ათენებენ იმისთვის, რომ დილით საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდონ. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ აი, ასეთი შრომისმოყვარე გუნდის ნაწილი ვიყავი მეც.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. ჩემს პროდუსერებს, რომლებმაც ამ სტუდიაში ყოფნის შესაძლებლობა მომცეს და ყოველდღიურად ზრუნავდნენ  გადაცემის ხარისხზე. ჩვენს ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც საშუალებას მაძლევდნენ, სიამაყით წარმედგინა თითოეული მათი მომზადებული სიუჟეტი. სტუდიაში და საეთეროში მყოფ ტექნიკურ გუნდს.

მადლობა ჩემს თანაწამყვანებს, რომლებთანაც ოჯახის წევრებზე მეტ დროს ვატარებდი.

ძალიან მიჭირს შეველიო ამ გუნდს, ამ გადაცემას, თუმცა ცხოვრებაში დგება ცვლილების ეტაპი.

ბედნიერი ვარ, რომ 19-წლიანი ისტორიის მქონე დილის გადაცემაში ჩემი პატარა ისტორიაც ჩაიწერება“.

ავთო გვასალია, შეიძლება ითქვას, შორს არ მიდის, ვინაიდან რჩება „რუსთავი 2“-ზე და ძალიან მალე მას „კურიერის“ წამყვანად ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები