LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამო თბილისის და დილას ფეხბურთელები აქციას “თავისუფლება ვაჟა ექიმს” შეუერთდნენ”

135
DSC-1438

ეროვნული ლიგის 35-ე ტური ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციით დაიწყო. ფეხბურთელებმა მოდეანზე დიდი ბანერი გამოფინეს წარწერით “თავისუფლება ვაჟა ექიმს”. 

გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაეწობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.

9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და იგი დღემდე ცხინვალის ციხეში იმყოფება.

შეგახსენებთ,  ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი

ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადასცეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მოინახულეს ვაჟა გაფრინდაშვილი

პატიმრობა შეუფარდა. ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს.  გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები