LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოს ფანებმა სტადიონზე სკამები 5 წამში დალეწეს

88

მოსკოვის ”დინამოს” ფანებს 5 წუთი მისცეს სტადიონზე სკამები რომ დაემტვრიათ, მათ კი 5 წამიც ეყოთ.

ამ დროში გულშემატკივრებმა 20 ათასი რუბლის ქონება გაანადგურეს.

”დინამოს” მშენებარე სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნაზე ხუთი სახის სკამები დააყენეს, სწორედ მათგან უნდა აარჩიონ, რომელს დაამონტაჟებენ არენაზე.

ფანებს ხუთი წუთი მისცეს, რათა ფეხებით სკამები დაემტვრიათ, თუმცა მათ ხუთ წამში დაშალეს. სუსტი ადგილი დამაგრების ელემენტები აღმოჩნდა.

”ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლო კრაშ-ტესტი იყო. ახლა ზუსტად ვიცით რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. უახლოეს ხანში დავამუშავებთ და ახალ შემოწმებას მოვაწყობთ. ჯერჯერობით კი 1:0-ია გულშემატკივრების სასარგებლოდ”, – განაცხადა მიმწოდებელი კომპანიის თავჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები