შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული პირი დუშეთში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

პოლიციამ დის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on კვირა, 17 მაისი, 2020

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05