LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისკუსიების პარლამენტში გაგრძელება დიდი მონაპოვარი იყო, იმედი მაქვს, შეთანხმების სულისკვეთება გაგრძელდება: კარლ ჰარცელი

46
karlharceli

დისკუსიების პარლამენტში გაგრძელება დიდი მონაპოვარი იყო, ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, – ასე ეხმაურება ევროკავშირის, ელჩი კარლ ჰარცელი „ლელოს“ლიდერის დღევანდელ ინიციატივას.

ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება გაგრძელდება.

„ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო ის, რომ დისკუსიები გაგრძელდა და დაბრუნდა პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იქედან გამომდინარე, რომ ამდენი გამოწვევა არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმების ეს სულისკვეთება ასევე გაგრძელდება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

შეგახსენებთ, დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა. ამასთან, ხაზარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა მათაც გაიზიარონ.

თუ უნდათ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და უარი უთხრან ამომრჩეველს, ეს მათ არჩევანია : შალვა პაპუაშვილის პასუხი მამუკა ხაზარაძეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები