LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციური სწავლებისთვის: სამინისტრო სკოლებს „მაიკროსოფტის“ პროგრამების გამოყენებას სთავაზობს

390
2211

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის „მაიკროსოფტის“  15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

“დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს. ასევე Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ პროგრამა დაეხმარება პედაგოგს სილაბუსისქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.

„აღნიშნული ინტერნეტ პროდუქტები ყველა ჩართული მხარისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის, მოსწავლეებისთვის შექმნილია ელექტრონული ფოსტა, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. გარდა ამისა, გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები განთავსებულია პორტალზე email.mes.gov.ge “, – წერია განცხადებაში.

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს კორონავირუსის მიერ გამოწვეული დისტრესი – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები