ახალგაზრდა დიზაინერი მარიამ გვასალია „ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის გახარებული ცეკვავს და წერს, რომ ამ დროს ჯერ არ იცოდა, მწვავე ლეიკემიის დიაგნოზს თუ დაუდგენდნენ ერთი თვის შემდეგ… მარიამი ყველა იმ ადამიანს ამხნევებს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის…

ის წერს:

„ამ ვიდეოს ვდებ არა იმიტომ, რომ განახოთ, როგორი ბედნიერი ვარ, როგორია ჩემი ყვითელი კაბა ან კიდევ ბევრი სხვა მიზეზი, რის გამოც ვაზიარებთ ხოლმე. ეს ხდება ჩემი დაავადების (განკურნებადია – ესაა მთავარი…) გაგებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე…. თურმე არ ვიცოდი, რომ უკვე მქონდა მწვავე ლეიკემია და კიდევ რამდენიმე 🙂 ნურაფერი შეგაშინებთ, აქაც ბევრი რამ მაწუხებდა და არ ვუტყდებოდი თავს, რომ გამერკვია მიზეზი, ამაში არ მომბაძოთ! ცუდია…მოკლედ…მინდა, გითხრათ, მოგმართოთ, გთხოვოთ თუ გირჩიოთ, არ გაიფუჭოთ ხასიათი, არ დანებდეთ, არ მისცეთ არაფერს საშუალება, მოგერიოთ. იბრძოლეთ!!! და კიდევ დიდი მადლობა ამდენი სიყვარულისთვის!“

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05