LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟღალთმიანი სელმა ჰაიეკი მომდევნო წლის მთავარ კინოკომედიაში (თრეილერი)

446
selma-newsw54345

კინოკომპანია Paramount Pictures-მა მომავალი წლის მთავარი კომედია დაანონსა. ეს იქნება მიგელ არტერას ფილმი „როგორც ბოსი“, სადაც მთავარ როლებს სელმა ჰაიეკი, როუზ ბირნი, ტიფანი ჰედიში და ბილი პორტერი ასრულებენ.

სიუჟეტის ცენტრში ორი უახლოესი მეგობარი ქალია, რომლებიც კოსმეტიკურ კომპანიას მართავენ, მოულოდნელად ბიზნესის საქმეები კრიზისამდე მიდის და  ქალები საქმის გადასარჩენად ახალ ბიზნეს გარიგებებს იწყებენ. მათ გზაზე ჩნდება ახალი საქმიანი ქალი, რომლის როლსაც სელმა ჰაიეკი ასრულებს და მრავალწლიანი მეგობრობაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ახალი როლისთვის ჰაიეკი ჟღალთმიანი გახდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 10 იანვარს არის დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები